USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმში - 26%-ით

თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ხოლო ბათუმში - 26%-ით

2023-11-16 19:30:02

2023 წლის ოქტომბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,387 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 10%-ით, 216 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.  

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 19%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 22%-ით შემცირდა.

2023 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 1,247 ერთეული შეადგინა და წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 26%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 20%-ით, 55 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.  

2023 წლის ოქტომბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 26%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით მაჩვენებელი 21%-ით შემცირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები