თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა.
ახალ მაღაზიაში ნაკრების ოფიციალური პროდუქციაა წარმოდგენილი. სათამაშო ფორმასთან ერთად მაღაზიაში, საგულშემატკივრო მაისურებისა და ატრიბუტიკის ყიდვაა შესაძლებელი. განახლებულ კოლექციაში საბავშვო ზომებიც არის გათვალისწინებული.
მაღაზია სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეზიდენტები, აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა.
ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, სფფ-ის ოფიციალური მაღაზიის პროდუქცია წარმოდგენილი იქნება თბილისის და ბათუმის Duty Free-ში, ასევე კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, ქუთაისის, გორისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში
სფფ-ის ოფიციალური მაღაზია ჭავჭავაძის 74-ში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესასვლელთან მდებარებოს. მაღაზია ყოველდღე 10:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. პროდუქციის შეძენა კვლავ იქნება შესაძლებლეია ონლაინ მაღაზიაში - fanshop.ge
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება