USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში Robo Coder-ის საბავშვო ბაღი გაიხსნება

თბილისში Robo Coder-ის საბავშვო ბაღი გაიხსნება

2023-06-06 18:00:46

Robo Coder-ი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და ეუფლებიან მომავლის უნარებს, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს Lego-კონსტრუქტორების დახმარებით.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინი ბექაური Business Insider Georgia - თან ამბობს, სწავლება დაფუძნებულია Lego education საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მორგებული და ადაპტირებულია ქართველი ბავშვების თავისებურებებზე და მოთხოვნებზე. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გაფართოებას და საბავშვო ბაღის გახსნას გეგმავს.

„Robo Coder-ის გახსნა და განვითარება მოხდა კორონავირუსის პანდემიის პარალელურად. თითოეული პროგრამა გაწერილია შესაბამისი ასაკობრივი თავისებურებების და საჭირო უნარების გათვალისწინებით. ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად მოიმატა ინტერესმა ბავშვთა განმავითარებელი წრეების მიმართ, მათ შორის ტექნიკური მიმართულებით. ეს გამოწვეულია ტექნოლოგიების განვითარების სწრაფი ზრდით. არსებული საგანმანათლებლო სისტემა არ აკმაყოფილებს მომავლის მოთხოვნებს და ყველა თანხმდება, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი საჭირო უნარის შეძენა იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ წარმატების მიღწევა“, - ამბობს ნინი ბექაური.

სულ რამდენიმე დღეში კომპანია სასწავლო წელს დაამთავრებს, თუმცა პატარებს საინტერესო სიახლეს უმზადებს. „დაგეგმილია საზაფხულო პროგრამები, რომლებსაც მოუთმენლად ელიან ჩვენი მომხმარებლები.

სექტემბერში იგეგმება ახალი ფილიალის დამატება. ჩვენმა კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა და გამოავლინა თბილისის უბანი , საიდანაც ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო ჩვენი ფილიალის გახსნაზე.

ასევე იგეგმება Robo Coder-ის საბავშვო ბაღის გახსნა, სადაც Lego education სკოლამდელი პროგრამების რესურსებით ბავშვებს გადავცემთ დაგროვილ გამოცდილებას და პატარა ასაკიდან ვეცდებით მოვამზადოთ სწრაფად განვითარებადი მომავლისთვის“, - ამბობს ბექაური.

ცნობისთვის, Robo Coder-ი 2020 წელს დაარსდა. პროგრამები გათვლილია 3-15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. სწავლის საფასური 120-170 ლარამდე მერყეობს - კურსებისა და სწავლის პროცესში გამოყენებული რესურსებიდან გამომდინარე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები