2023 წლის 23 ივნისს, „ბილტმორში" (მეწარმეთა ყოველწლიური სიმპოზიუმი გაიმართება.
ღონისძიების მიზანი მეწარმეებისთვის ახალი საკანომდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პრობლემატური საკითხების შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.
მოწვეული სპიკერები - სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფ. იურიდიული ფირმა Colliers Georgia Legal, მმართველი პარტნიორი - ლაშა ცერცვაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი - ზურაბ ძნელაშვილი მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მოთხოვნებზე, საგადასახადო დავალიანებისა და რისკების მართვაზე, გადახდისუუნარობის შესახებ კანონის ზოგად ასპექტებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ.
სიმპოზიუმს „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის" თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, თეა ადუაშვილი და სამართლის დოქტორი, პროფესორი „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" გამგეობის თავჯდომარე, ნინო ლიპარტია გახსნიან.
მეწარმეებს სპირეკებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიების დასასრულს კი ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
ცნობისთვის, სიმპოზიუმი „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის", „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის" და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში