2023 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,846 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით მხოლოდ 1%-ით გაიზარდა. როგორც Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბაზრის ზომაც 1%-ით, 210 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
2023 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა
2023 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 58%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა 1,626 ერთეულამდე.
ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 1%-ით, ქალაქის ცენტრში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2023 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში