USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მე-4 უჯრედის მშენებლობაზე $13 მილიონამდე დაიხარჯება

თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მე-4 უჯრედის მშენებლობაზე $13 მილიონამდე დაიხარჯება

2023-10-31 16:30:14

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მე-4 უჯრედის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 12 801 359 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა კი შესაბამისი წინადადებების წარდგენა 20 ნომებრამდე უნდა უზრუნველყონ.

დედაქალაქში მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ნაგავსაყრელის სტატისტიკის თანახმად, ნარჩენების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 13%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო მონაცემების მიხედვით კი, მუნიციპალური ნარჩენების წილი ნარჩენების ჯამურ მოცულობაში საშუალოდ 95%-ს შეადგენს.

ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობის პროექტის დამუშავება განხორციელდა ევროკავშირის დირექტივის 1999/31/.5C (ნარჩენების სამარხი პოლიგონების დირექტივა) მოთხოვნების თანახმად.
თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის ტერიტორია დაცილებულია სოფ. სამგორიდან 1,4-1,5 კმ-ით, სოფ. დიდი ლილოდან 1,1-1,2 კმ-ით, ხოლო სოფ. ნორიოდან 4,0კმ- ით.
თბილისის უახლოესი უბნებიდან დაცილება შეადგენს 4.5-5,0კმ-ს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უახლოესი დასახლებული პუნქტებიდან პოლიგონის ტერიტორია გამოყოფილია ბუნებრივი ბარიერებით - ბორცვებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლობაზე შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების რისკებს.
მთლიანად პოლიგონის პროექტით გამოყოფილი ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 84 ჰა-ს, დღეისათვის არსებული ინფრასტრუქტურა მოწყობილია და ათვისებულია 40 ჰა ფართობზე.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები