Galt & Taggart-ის მომოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვალში თბილისში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ.
ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა.
„მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან“,- ნათქვამია მიმოხილვაში.
2024 წლის იანვარში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში - ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე (-35.9% წ/წ).
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
ფასები და გაყიდული ბინების რაოდენობა თბილისის უბნებში:
მთაწმინდა - გაყიდვების რაოდენობა 41 ბინა; საშუალო ფასი - 2,683 $ / მ 2; საშუალო ქირა 14.0 $ / მ 2;
ვაკე - გაყიდვების რაოდენობა 135 ბინა საშუალო ფასი 2,337 $ / მ 2 საშუალო ქირა 14.1 $ / მ 2
ჩუღურეთი - გაყიდვების რაოდენობა 90 ბინა საშუალო ფასი 1,588 $ / მ 2 საშუალო ქირა 10.9 $ / მ 2
კრწანისი - გაყიდვების რაოდენობა 107 ბინა საშუალო ფასი 1,482 $ / მ 2 საშუალო ქირა 10.8 $ / მ
საბურთალო - გაყიდვების რაოდენობა 568 ბინა საშუალო ფასი 1,450 $ / მ 2 საშუალო ქირა 12.0 $ / მ
დიდუბე - გაყიდვების რაოდენობა 389 ბინა საშუალო ფასი 1,222 $ / მ 2 საშუალო ქირა 9.8 $ / მ 2
ისანი - გაყიდვების რაოდენობა 213 ბინა საშუალო ფასი 1,203 $ / მ 2 საშუალო ქირა 9.6 $ / მ
ნაძალადევი - გაყიდვების რაოდენობა 375 ბინა საშუალო ფასი 1,117 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.9 $ / მ
გლდანი - გაყიდვების რაოდენობა 345 ბინა საშუალო ფასი 1,024 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.0 $ / მ 2
სამგორი - გაყიდვების რაოდენობა 475 ბინა საშუალო ფასი 989 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.1 $ / მ
დიდი დიღომი - გაყიდვების რაოდენობა 646 ბინა საშუალო ფასი 971 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.1 $ / მ
ვაშლიჯვარი - გაყიდვების რაოდენობა 60 ბინა საშუალო ფასი 955 $ / მ 2 საშუალო ქირა 8.8 $ / მ 2
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება