თბილისის ანძის მოდერნიზების პროექტზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. როგორც პროექტის ინვესტორ კომპანია KASS GROUP-ში Business Insider Georgia-ს აცნობეს, ამჟამად პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს და პროცესი სრულად დაახლოებით 2 წელიწადში დასრულდება.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტი განხორციელდება ისე, რომ თბილისის ანძის ძველი იერ-სახე მაქსიმალურად შენარჩუნდეს, დაახლოებითი ინვესტიცია 8 მილიონი დოლარია.
„პროექტი მოიცავს ანძის მოდერნიზაციას, კერძოდ ვიზიტორთა ცენტრის, რესტორნისა და პანორამული გადმოსახედის მოწყობას. დაახლოებითი ინვესტიცია შეადგენს 8 მლნ დოლარს. თუმცა მონაცემი შეიძლება შეიცვალოს, ზუსტი რაოდენობა პროექტირების ეტაპის დასრულების შემდეგ განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, თავდაპირველად განხორციელდა ეკონომიკურ-ტექნიკური კვლევის მომზადება, რის შემდეგაც პროექტი უკვე აქტიურ ეტაპზეა. მასზე მუშაობა 2025 წელს დასრულდება. პროექტის მიხედვით, მაქსიმალურად შენარჩუნდება ანძის იერ-სახე“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ისტორიული ანძის მოდერნიზების შესახებ 2018 წელს გახდა ცნობილი, რაზეც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
2021 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით კი შეირჩა კომპანია KASS GROUP-ი, რომელმაც თბილისის ანძა ტურისტულად უნდა დატვირთოს. KASS GROUP-ის თბილისის ანძაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა 28-წლიან მართვაში გადაეცემა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში