USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით Georgian Wings-ი რეგულარულ ფრენებს Boeing 737-ით შეასრულებს

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით Georgian Wings-ი რეგულარულ ფრენებს Boeing 737-ით შეასრულებს

2023-12-15 09:30:51

15 დეკემბრიდან Georgian Wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, რეგულარულ ფრენებს 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს .

ფრენები ხორციელდება თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში ხუთი სიხშირით.

ავიაბილეთის შეძენა უკვე შესაძლებელია, როგორც Georgian Wings-ის ოფიციალური საიტის https://georgianwings.com/-  მეშვეობით, ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები