სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილისთვის სურსათისა და წყლის მიწოდება მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია Myway Airlines-ი ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მშეძლეს და საკუთარი თანამშრომლებისთვის წყლის და სურსათის გარკვეული მარაგების შექმნა მოახერხეს.
როგორც ცნობილია, სუდანში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფება Myway Airlines-ის 13 თანამშრომელი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება მათი უსაფრთხო ევაკუაცია. ისინი კვლავ რჩებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილას და თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისაგან. მათი საცხოვრებელი უბანი ამჟამად წარმოადგენს შედარებით უსაფრთხო ზონას და სამხედრო მოქმედებები აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.
„ჩვენ განვაგრძობთ მუდმივ კონტაქტზე ყოფნას თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და კონსულთან, ასევე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია ჯეო სქაიდან. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით დროულად და უსაფრთხოდ შევძლებთ ჩვენი თანამშრომლების გამოყვანას კონფლიქტის ზონიდან“, აცხადებენ Myway Airlines-ში.
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში