სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, ავიაკომპანიების, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის თანამშრომლები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტეში გადაიყვანენ, საიდანაც ისინი სამშობლოში გამოემგზავრებიან.
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში