USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დავალიანების ჩამოწერის სურვილი 26-მა კერძო უმაღლესმა სასწავლებელმა გამოთქვა

სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დავალიანების ჩამოწერის სურვილი 26-მა კერძო უმაღლესმა სასწავლებელმა გამოთქვა

2023-11-15 17:09:19

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა  „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს დაემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუს შეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებულ საკითხს.

2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით, გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერაზე (განულების) სურვილი გამოთქვა 26-მა კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ხოლო დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 14 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 17.0 მლნ ლარი, ხოლო 18 სახელმწიფო უნივერსიტეტში დავალიანების ჯამურმა ოდენობამ 13 ათასამდე სტუდენტზე შეადგინა დაახლოებით 12.5 მლნ ლარი. ჯამში 29.5 მლნ ლარი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები