USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სპოტ გარიგებებით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა წლიურად 36.2 მლნ დოლარით გაიზარდა

სპოტ გარიგებებით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა წლიურად 36.2 მლნ დოლარით გაიზარდა

2023-10-04 16:12:44

აგვისტოში სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ წლიურად უცხოურ ვალუტაზე როგორც მოთხოვნა, ასევე მიწოდება გაზრდილია. სებ-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, აგვისტოში სპოტ გარიგებებით კომერციული ბანკებისგან დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა წლიურად 36.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვიურად 174.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა) და 1,468.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო მიწოდება, წლიურად 122.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა (თვიურად 18.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა) და 1,386.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სპოტ გარიგებებით როგორც ვალუტის შეძენაში, ასევე ვალუტის გაყიდვაში ყველაზე დიდი წილი იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე მოდიოდა. აგვისტოში სავალუტო ფორვარდ3 გარიგებებით კომერციულ ბანკებსა და სხვა ეკონომიკურ აგენტებს შორის უცხოური ვალუტით ვაჭრობა წლიურად 30.8 მლნ აშშ დოლარით (თვიურად 12.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა) შემცირდა და 28.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფორვარდ გარიგებებით ვაჭრობის ძირითადი ნაწილი იურიდიულ პირებსა და შინამეურნეობებზე მოდიოდა. ფორვარდ გარიგებებით დანარჩენი ეკონომიკური აგენტების მიერ ბანკებისგან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვამ 9.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები