USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სპა და გასტრონომიის მიმართულებით სიახლეები გვაქვს - Zuzumbo Resort & Spa

სპა და გასტრონომიის მიმართულებით სიახლეები გვაქვს - Zuzumbo Resort & Spa

2023-06-21 11:00:55

კახეთში მდებარე სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“ წლევანდელ სეზონს საკმაოდ აქტიურად ხვდება. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი ალექსი ფარადაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, უამინდობის მიუხედავად, აქტიური შეკვეთებია, ძირითადი დამსვენებლები კი ადგილობრივი მოქალაქეები არიან.

„წელს ამინდი ნაკლებად გვწყალობს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ამას დაბრკოლება არ შეუქმნია, საკმაოდ დიდი აქტიურობაა. სასტუმროს ძირითადი დამსვენებლები ადგილობრივი მოქალაქეები არიან. წინა წელთან შედარებით, მოთხოვნამ 20% -ით მოიმატა და ველოდებით, რომ სეზონის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

ამ ეტაპზე უცხოელები ნაკლებად არიან, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოცემულობაც შეიცვლება და ივლისიდან სეზონი უფრო გააქტიურდება", - ამბობს ალექსი ფარადაშვილი.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, სპა მიმართულებაში წელს მასაჟის ხაზის დამატება იგეგმება. რაც შეეხება გასტრონომიას, კახური რესტორანში დაემატება ხინკალი, რომელიც მენიუში ჯერჯერობით არ არის.

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ზუზუმბო” 2020 წელს გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო საწყისი მოცულობა 60 მლნ ლარია. სასტუმრო მოიცავს 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს, რომელსაც აქვს 66 ნომერი, მათ შორის არის 7 ლუქსი, 10-საოჯახო და 45-სტანდარტული. ასევე აქვს რესტორანი ბარითა და ვერანდით, ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.

დღეისათვის, სასტუმრო „ზუზუმბო რეზორტი და სპა“-ში 80-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები