USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები წინა კვარტალთან შედარებით 11.9%-ით შემცირდა

სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები წინა კვარტალთან შედარებით 11.9%-ით შემცირდა

2023-09-04 11:01:03

საქსტატის ცნობით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 11.9 პროცენტით შემცირდა.

აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 9.6 პროცენტიანი კლებით, რამაც -4.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 5.2 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 31.2 პროცენტიანი კლებით, რაც -7.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები