USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო „თინეთთთან“ ერთად, ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე მუშაობს

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო „თინეთთთან“ ერთად, ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე მუშაობს

2024-02-22 13:55:00

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, კომპანია „თინეთთთან“ ერთად, ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე მუშაობს. სიახლის შედეგად  მიწის ნაკვეთებისთვის, სივრცითი და ურბანული მიმართულებით, საკონსულტაციო მომსახურება გაციფრულდება. ასევე, სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულების ანალიზის პროცესში, შესაძლებელი გახდება უძრავი ქონების ელექტრონული ბაზების გამოყენება. ცვლილება სააგენტოს, სექტორის დინამიკაზე დაკვირვებისა და მასზე დაყრდნობით, ურბანული გადაწყვეტების შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. 

აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, იოანე მენაბდემ და კომპანია „თინეთის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გოგშელიძემ მოაწერეს ხელი. 

ინოვაციური პროდუქტების დანერგვა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სააგენტოს სერვისების მიღებას გაუმარტივებს. 


 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები