USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სილქნეტმა საქართველოში პირველი 5G ქსელი Ericsson-თან ერთად დანერგა

სილქნეტმა საქართველოში პირველი 5G ქსელი Ericsson-თან ერთად დანერგა

2023-12-27 16:08:00

14 დეკემბრიდან, საქართველოში პირველად, სილქნეტი აბონენტებს 5G ტექნოლოგიას აწვდის.  კომპანიამ 5G დანერგა მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Ericsson-თან ერთად.  ახალი ტექნოლოგიის გასაშვებად კომპანიამ გამოიყენა არსებული სიხშირული რესურსი, რომელზეც უკვე გააჩნდა ლიცენზია. 
"სილქნეტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მრავალი წლის მანძილზე Ericsson -ი აქტიურად მონაწილეობდა კომპანიის ქსელის მოდერნიზაციაში. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვეძლევა სილქნეტს ხელი შევუწყოთ 5G ტექნოლოგიის დანერგვაში“ - აცხადებს Ericsson -ის წარმომადგენლობა საქართველოში. 
სილქნეტი დაარსების დღიდან ახორციელებს ინოვაციურ პროექტებს  ქვეყნის მასშტაბით. ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებით, კომპანია  ქსელის მუდმივ მოდერნიზაციას ახდენს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს აწვდის.
„მოხარულები ვართ, რომ Ericsson-თან ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობა გაფართოვდა. Ericsson-ის გამოცდილებითა და მხარდაჭერით, სილქნეტი სისტემატურად განავითარებს მეხუთე თაობის ტექნოლოგიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვაგრძელებთ პოზიციონირებას როგორც ნოვატორი კომპანია და პირველები ვთავაზობთ 5G სერვისს.“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები