USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ნატურალური რძის წარმოებას იწყებს

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ ნატურალური რძის წარმოებას იწყებს

2023-09-04 09:00:36

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ რძის პროდუქტების ასორტიმენტს აფართოებს. წლის ბოლომდე გაყიდვებს რძე დაემატება, რომელიც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტი იქნება. ამის შესახებ Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა ,,კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

,,კარაქის შემდეგ წლის ბოლოს წარმოებას რძე გვინდა დავამატოთ. ეს იქნება საღი რძისგან დამზადებული, ცოცხალი, ნატურალური პროდუქტი, როგორც კარაქის შემთხვევაშია. კარაქი სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში. იოგურტი უკვე რეალიზაციაშია და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.

ჩვენი კარაქი და რძე წარმოდგენილი იქნება ყველა იმ ობიექტში, სადაც ჩვენი სხვა პროდუქცია იყიდება. აღსანიშნავია, რომ დანამატების გარეშე რძე ქართულ ბაზარზე იშვიათობაა. ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ასე ქარხნულად დამზადებულ ქართული ნაწარმს შესთავაზებს მომხმარებელს. ვაწარმოებთ იმდენს, რის შესაძლებლობასაც რძის წარმოება მოგვცემს", - აცხადებს თინათინ მახარაძე.

ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს.

სკოლის ბაზაზე იწარმოება შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები