Lion Group ჰოლდინგურ კორპორაციას წარმოადგენს, რომელიც წარმატებით ოპერირებს ლოჯისტიკური მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.
ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციებიდან და მომხმარებლების ინტერესიდან გამომდინარე, ჰოლდინგის ერთ-ერთი პლატფორმა - Lion Auto Auction ელექტრომობილების პოპულარიზაციაში აქტიურად ჩაერთო და მის შოურუმში, ბელიაშვილის #43, სრულად ახალი ელექტრომობილები წარადგინა.
მსოფლიოსთან ერთად საქართველოც ემზადება ცვლილებებისთვის, რომელიც ელექტრო რევოლუციას ახლავს თან. ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ეკომეგობრულ ავტომობილებზე, რომელიც ნულოვანი გამონაბოლქვითა და საწვავის განულებული ხარჯით, საოცრად მიმზიდველია ნებისმიერი მოქალაქისთვის.
სწორედ მძღოლების წახალისებისა და ელექტრომობილების პოპულარიზაციის მიზნით Lion Auto Auction მომხმარებლებს $3 500-დან $10 000-მდე ფასდაკლებას სთავაზობს შოურუმში არსებულ ყველა მოდელზე, რომელთა შორის არიან შემდეგი მწარმოებლები: Volkswagen, Kia, Audi, Tesla, BYD, Honda.
VW ID4 და VW ID6 ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია, VW ID4 გასული წლის „წლის ავტომობილად“ დასახელდა, მომხმარებლებში კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი თანამედროვე დიზაინისა და უსაფრთხო, კომფორტული პერფორმანსიდან გამომდინარე.
შორუმში ექსკლუზიური მოდელებიც არის წარმოდგენილი, მათ შორის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია BYD Han AWD - მსოფლიოში რიგით მეორე ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ახალი მოდელი, რომელიც უკომპრომისო სტილით, უსაფრთხოების სტანდარტებითა და პრემიუმ ხარისხით გახდა ცნობილი. ეს უსწრაფესი ელექტრომობილი 3.9 წამში ჩქარდება და სრული დამუხტვით 602 კმ-ს ფარავს.
LION AUTO AUCTION მომხმარებლებს არა მხოლოდ ელექტრომობილების მრავალფეროვან არჩევანს, არამედ საავტომობილო ინდუსტრიაში დასაქმებულებსა და ავტომობილების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მათზე მორგებულ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს:
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში