USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შაქრის იმპორტი შემცირდა - TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს

შაქრის იმპორტი შემცირდა - TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს

2024-03-13 10:00:00

ქვეყანაში შაქრის იმპორტი 17%-ითაა შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველომ 2,727.96 ტონა შაქარი იყიდა, რაშიც 3,479.29 ათასი დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში იმპორტირებულია 3,291.90 ტონა შაქარი, რომლის ღირებულებაც 4,451.27 ათასი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან საქართველოში შაქრის იმპორტი მზარდ ტრენდზეა და არსებული სტატისტიკით რეკორდული 2023 წელი იყო როდესაც ქვეყანამ 99,698.96 ტონა შაქარი იყიდა,

მიმდინარე წელს შაქრის იმპორტი 12 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი მაინც თურქეთია, რომელზედაც იანვრის შაქრის იმპორტის 38%-ი მოდის, ხოლო საფრანგეთის წილი 37%-ია.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ იანვარში შაქარი იყიდა:

  • თურქეთი - 1,024.06 ტონა,
  • საფრანგეთი - 1,020.52 ტონა,
  • ბელგია - 765.00 ტონა,
  • მაროკო - 520.00 ტონა,
  • რუსეთი - 124.07 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები