USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება

2023-11-16 16:55:04

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება - იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ.

პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკ ჯგუფებში არ შედიან.

ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.

დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx...

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები