USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც მსესხებლების ვალის ტვირთისა და მოწყვლადობის შემცირებაზე მიუთითებს - სებ

სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც მსესხებლების ვალის ტვირთისა და მოწყვლადობის შემცირებაზე მიუთითებს - სებ

2023-10-19 13:44:36

სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც მსესხებლების ვალის ტვირთისა და მოწყვლადობის შემცირებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული. სებ-ის განმარტებით, სესხების მშპ-თან ფარდობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირება განაგრძო და 2023 წლის მეორე კვარტალში, გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება.

„სესხების მშპ-თან ფარდობის შემცირება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტებით (იხ. დიაგრამა III.6), რაც მსესხებლების ვალის ტვირთისა და მოწყვლადობის კლებაზე მიუთითებს. მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წლის ბოლოს სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს დაუახლოვდება“, - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები