USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკ-ში მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები განიხილეს

სემეკ-ში მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები განიხილეს

2023-07-05 16:31:21

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე, სემეკის წყალმომარაგების, ტარიფებისა და ფასწარმოქმნის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და  საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა. სემეკში მიმდინარეობს მუშაობა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, კომისიაში მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას შეეხება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები