USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბერში საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია

სექტემბერში საარსებო მინიმუმი 250.9 ლარია

2023-10-16 11:04:14

სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2,6 ლარით შემცირდა და 250.9 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის სექტემბერთან შედარებით ზრდა 3,6 ლარია, რადგანაც გასული წლის სექტემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 247.3 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 2,3 ლარით გაიზარდა და 222.2 ლარი შეადგინა.

შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები