2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდა, 9.4 პროცენტული პუნქტიდან (პპ) 0.6 პპ-მდე, - ამის შესახებ PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში შემცირებული ინფლაციის მთავარი კონტრიბუტორები არიან: ინფლაციის დაბალი მაჩვენებლები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიებში, ასევე დეფლაცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში.
2023 წელს საქართველოში ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მოკლევადიან პერიოდში მის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე დაბალი იქნება, შემდგომ მას, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში მის გარშემო დასტაბილურდება.
„2023 წლის 6 თვეში, 2022 წლის 6 თვესთან შედარებით, საბაზო ინფლაცია მინიმალურად შემცირდა (-0.1 პპ) და 5.4% შეადგინა, რაც მიანიშნებს, რომ ინფლაციის შემცირების მიუხედავად, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში კვლავ შეინიშნება წნეხი ფასებზე, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს გაუმჯობესების პერსპექტივებზე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში