კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით 2022 წელს, ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 73.6 მილიონი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით, 7.8%-ით არის შემცირებული.
2022 წლის მეორე კვარტლიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა.
რეგულაციის ამოქმედებამდე, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი შეადგინა, 2021 წელს კი - 17.9 მილიონი ლარი იყო.
„აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 36.8%-ით გაიზარდა. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვიდან გამომდინარე, მკვეთრად შეიცვალა დამფინანსებლების სტრუქტურა (ბიზნეს სექტორის კუთხით).
კერძოდ, თუ 2021 წელს მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების ძირითადი წყარო სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები (44%) იყო, 2022 წელს სარეკლამო დაკვეთების კუთხით წამყვან ბიზნეს სექტორს სურსათისა და სასმელების მიმართულება წარმოადგენდა 29%-იანი წილით, 28.56%-ით მეორე ადგილი ფარმაციას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები დისტრიბუციასა და ფინანსების სექტორებს ეკავა.
სატელევიზიო მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავლების57 ოდენობის მიხედვით, 2022 წელს ყველაზე დიდი წილი - 26.7% „ტელეიმედს“ ეკავა, „მთავარ არხს“ – 10.7%, „მედია ჰოლდინგს“58 – 10.4%, „სილქ მედიას“ (ევრონიუს ჯორჯია) – 7.7%, „ტელეკომპანია პირველს“ - 6.6%, „ფორმულას“ – 6.6%, „პოსტვ“-ს – 5.2%, „აჭარასპორტ.ტვ“-ს59 - 4.9%, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 3.8%, „ბი ემ ჯი“-ს - 2.7%. სხვა მაუწყებლების შემოსავლების ჯამურმა წილმა 14.6% შეადგინა“, - ნათქვამია ანგარიშში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში