USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სარკინიგზო ხაზმა, რომელიც ბაქოსა და თბილისს აკავშირებს შუა დერეფანი გააცოცხლა - ბინალი ილდირიმი

სარკინიგზო ხაზმა, რომელიც ბაქოსა და თბილისს აკავშირებს შუა დერეფანი გააცოცხლა - ბინალი ილდირიმი

2023-05-13 11:00:52

თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, სარკინიგზო ხაზმა, რომელიც ბაქოსა და თბილისს აკავშირებს „შუა დერეფანი გააცოცხლა“. 

„სამხრეთის დერეფანი ჩინეთში მიდის ირანის გავლით, რადგან ჩვენი საზღვრები სომხეთთან დაკეტილია, ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან შუა დერეფანზე, ავაშენეთ სარკინიგზო ხაზი თბილისიდან ბაქომდე, რითაც გავაცოცხლეთ შუა დერეფანი“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ამასთან, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ  ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ძველი აბრეშუმის გზის იდეის გამო გააკრიტიკა.

ძველი აბრეშუმის გზა აზერბაიჯანის გვერდის ავლით, ჩინეთს ევროპასთან თურქეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.

ილდირიმის განცხადებით, „თურქული სამყარო აზერბაიჯანის გარეშე წარმოუდგენელია“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები