USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

„სარფში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

2023-12-08 16:38:46

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი“ საქართველოში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში 487.55 გრამი ოქროს  საიუველირო არადეკლარირებული ნაკეთობები იპოვეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 49 870,6 ლარი შეადგინა.

უწყების განმარტებით, სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები