კომპანია EFUS Architects-ი ადგილობრივ ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა და მომხმარებელს ნებისმიერი სირთულის არქიტექტურულ მომსახურებას სთავაზობს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ლევან აზნიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მომხმარებლებს მომსახურებას კომპანია თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მიმართულებებით სთავაზობს.
მათ შორისაა არქიტექტურული პროექტირება, ლანდშაფტის დიზაინი, მშენებლობა, ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი და კეთილმოწყობა.
კომპანია, აშენებს როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებს, ასევე მასშტაბურ კომერციულ პროექტებს ახორციელებს.
„პატარ-პატარა შეკვეთებით დავიწყეთ და მოკლე პერიოდშივე გაიზარდა მოთხოვნა. ვქმნით პროექტებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და კომპანიებისთვის. ბაზარი საკმაოდ აქტიურია, თუმცა როდემდე გაგრძელდება ტენდენცია ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობასთან.
რაც შეეხება ბაზარს, გადატვირთულია. გაცილებით მეტი კომპანია ოპერირებს ამ სეგმენტში, ვიდრე რეალურადაა საჭირო. რაც მეტი ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი მოთამაშე გამოჩნდება, ჩვენთვის მეტი სტიმულია.
ვქმნით მაღალი სტანდარტის მომსახურებას, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ყველა იმ სერვისის მიღება, რაც მათი სივრცის სრულყოფილი კეთილმოწყობისთვისაა საჭირო. დამკვეთის ნებისმიერი სირთულის გათვალისწინებით მოთხოვნას 100%-ით ვაკმაყოფილებთ. ჩვენი მიზანია, რომ დამკვეთს მაქსიმალური კომფორტი მივანიჭოთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
მისივე თქმით, მომხმარებელი ძირითადად უპირატესობას დიზაინში ახალ კლასიკასა და მინიმალისტურ სტილს ანიჭებს.
რაც შეეხება დიზაინის ფასებს, ის ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული თუმცა საშუალო ფასი 1 მ/კვ-ზე 20-30 დოლარია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში