USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკრებულომ მხარი დაუჭირა „ლაგუნა ვერესა“ და სხვა ცათამბჯენების პროექტებს

საკრებულომ მხარი დაუჭირა „ლაგუნა ვერესა“ და სხვა ცათამბჯენების პროექტებს

2023-08-25 18:10:58

თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე, მხარი დაუჭირა 5 სამშენებლო პროექტს. კერძოდ, საქმე ეხება  ცათამბჯენების პროექტს „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში, ასევე განაშენიანებებს ნაძალადევსა და დიღომში.

ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან კენჭისყრამდე გავიდნენ. 

საკრებულომ მხარი დაუჭირა  “ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ 52-სართულიანი კომპლექსის და ვაკეში ვაკეში 169-სართულიანი სპორტის უნივერსიტეტისა და ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობებს. 

ასევე კენჭი უყარეს დიღომში, პეტრე იბერის ქუჩის შესახვევში დაგეგმილ 100 000 კვ.მ. ფართობზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების პროექტსაც. რომლის მაქსიმალური სართულიანობა 33 სართული იქნება – ანუ 117 მეტრის სიმაღლის შენობა. საშუალო სართულიანობა კი 15-20 სართულით განისაზღვრა. 

საგულისხმოა, რომ საკრებულოს მხარდაჭერა მშენებლობის ნებართვას ავტომატურად არ ნიშნავს. საბოლოოდ, მშენებლობის ნებართვის მოპოვება პროექტის ავტორებს მერიისგან მოუწევთ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები