USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციები მოთხოვნის ზრდის ფონზე გაძვირდა

სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციები მოთხოვნის ზრდის ფონზე გაძვირდა

2023-08-14 10:39:33

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები გაძვირდა, - ამის შესახებ გალტ & თაგარტის გასული კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 8 აგვისტოს 10-წლიანი 25 მლნ ლარის (9.6 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.155პპ-ით გაიზარდა და 8.138% შეადგინა.

ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 8 აგვისტოს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.7 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.118პპ-ით შემცირდა და 9.331% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 15 აგვისტოს, სადაც 10-წლიანი 60 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები