სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ „ზუგდიდის ფარმაციის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს ყიდის.
კომპანიის გასასხვისებლად აუქციონი 13 სექტემბერსაა ჩანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 153 000 ლარს შეადგენს.
კომპანია „ზუგდიდის ფარმაციის" ქონებას წარმოადგენს ქალაქ ზუგდიდში,თამარ მეფის ქუჩა N18-ში, I სართულზე არსებული 228.80 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. კომპანიის აქტივები, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 94 186 ლარს შეადგენდა. ხოლო კომპანიის ვალდებულებები და კაპიტალი, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 94 186 ლარი იყო.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში