USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 20 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებების და 40 მლნ ლარის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს გასხვისება იგეგმება

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 20 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებების და 40 მლნ ლარის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს გასხვისება იგეგმება

2023-11-07 10:00:16

დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს (GETD24509554) და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 3.2 წლის ნარჩენი ვადიანობის (საწყისი ვადიანობით 5 წლიანი) მქონე სახაზინო ობლიგაციებს (GETC27127058) განათავსებს.

სახაზინო ობლიგაციების (GETC27127058) აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები