USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახაზინო ფასიან ქაღალდებზე პროცენტი შემცირდა

სახაზინო ფასიან ქაღალდებზე პროცენტი შემცირდა

2023-07-24 11:50:53

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის 18 ივლისს 10-წლიანი 60 მლნ ლარის (23.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები (სახაზინო ფასიანი ქაღალდები) გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით (იგივე მოცულობაზე) 0.068პპ-ით შემცირდა და 8.121% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2023 წლის 25 ივლისს, სადაც 5-წლიანი 90 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები