USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსი - The European Pharmacy Alliance (EPA) შეიქმნა

საქართველოში პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსი - The European Pharmacy Alliance (EPA) შეიქმნა

2023-07-06 15:30:37

დღეს “ფარმსახლმა” და “დოიჩე აფთიაქმა” გაერთიანების შესახებ განაცხადეს. კომპანიები ერთი ქოლგის ქვეშ ევროპული სააფთიაქო ალიანსის ბრენდით (The European Pharmacy Alliance) გეგმავენ საქმიანობის გაგრძელებას. 

კომპანიებს შორის შეთანხმება 2023 წლის 30 ივნისს შედგა, რითაც საქართველოში პირველი ევროპული სააფთიაქო ალიანსის შექმნას (The European Pharmacy Alliance (EPA). ჩაეყარა საფუძველი. 

ფარმსახლი 43 ფილიალს ფლობს. შპს 2007 წელს შეიქმნა და ბიზნესრეესტრის მონაცემებით, ნიკოლოზ შარიქაძე -10%, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ავტოგრაფი 90%-ს ფლობს, რომლის 100%-ის მფლობელია იონა ქობულია.  

შპს დოიჩე პროდუქტე  2020 წელს დარეგისტრირდა და ბაზარზე „დოიჩე აფთიაქის“ სახელით ოპერირებდა. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 30 ივნისიდან კომპანიის 100% იონა ქობულია ფლობს. მანამდე შპს-ს 100%-ს ბექა ბეჟანიძე ფლობდა. 

გაერთიანების შედეგად „ფარმსახლისა“ და ,,დოიჩე აფთიაქის“ ქსელი 60 აფთიაქსა და ექსკლუზიურ ბრენდებს მოიცავს, როგორებიცაა: ,,L’Occitane“, ,,Erborian“, ,,Bionike“, ,,Elemis“,  ,,DR.Hauschka“,  ,,Dr.Rimpler“, ,,FrezyDerm“, ,,Herbacin“, ,,Crazy Color“,  ,,OSMO“,  ,,FIT“,  ,,SOS“,  ,,Guard, HydroPhil“,  ,,Dental Delight“,  ,,Ben&Anna“, ,,Tello“,  ,,UdoWalz“,  ,,Bilou“ და სხვა. ქართველ მომხმარებელს საშუალება მიეცემა, შეიძინოს გერმანული, იტალიური, ფრანგული, ბერძნული, კორეული და სხვა ქვეყნებში წარმოებული ექსკლუზიური ბრენდები ევროპულ ბაზართან გათანაბრებულ ფასად.

აღსანიშნავია, რომ ქსელში წარმოდგენილი იქნება გერმანული პროდუქტების ყველაზე დიდი ასორტიმენტი. წლის ბოლომდე ფარმსახლისა და დოიჩე აფთიაქის მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებული ექსკლუზიური ბრენდების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ახალი სააფთიაქო გაერთიანების შექმნა, რომლის კონცეფციაც სრულად ევროპულ სტანდარტზე იქნება დაფუძნებული,  მომხმარებლის მხრიდან განსხვავებული მომსახურების მიღების მოთხოვნამ განაპირობა.

სააფთიაქო ქსელის გაფართოება, ინოვაციური სერვისების დანერგვა,  ახალი ევროპული ბრენდების შემოტანა საქართველოში და ხარისხიან პროდუქტებზე მომხმარებლის ხელმისაწვდომობის გაზრდა კომპანიის პრიორიტეტია. სტრატეგიული მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შესაბამისად, საერთო კონცეფციის შექმნაში დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება კომპანიის ქსელის გაფართოება, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და კადრების დასაქმებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიური ინოვაციებით გამოირჩევა, ამიტომ ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმებიდან გამომდინარე, ,,ფარმასახლი“ და ,,დოიჩე აფთიაქი“ იწყებენ ქსელში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.

სიახლე, რომელსაც  მომხმარებელს შესთავაზებენ, უპრეცედენტოა როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის რეგიონის მასშტაბით.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, „სააფთიაქო ქსელის დიჯიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების დანერგვა  ერთ-ერთი წინ გადადგმული  ნაბიჯია დარგის განვითარებაში“.

ევროპული სააფთიაქო ალიანსი ორ სააფთიაქო ქსელს ,,ფარმსახლსა“ და ,,დოიჩე აფთიაქს“ აერთიანებს. ,,ფარმსახლი“ ქართულ ბაზარზე თითქმის 20 წელია ოპერირებს, ხოლო ,,დოიჩე აფთიაქი“3 წელია. ჯამში ორივე კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები