USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი - Galt & Taggart

საქართველოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი - Galt & Taggart

2024-01-02 17:00:00

ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და Galt & Taggart-ის  შეფასებით 2023 წელს 133 მლნ ლიტრს (+1.2% წლიურად) მიაღწევს.

ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება საქართველოში მზარდია და 45 ლიტრს შეადგენს 2023 წელს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 81 ლიტრს.

ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.

საქართველოში ლუდის წარმოების მოცულობა ნელი ტემპით იზრდება. Galt & Taggart-ის  შეფასებით 2023 წელს ლუდის წარმოება საქართველოში 126.0 მლნ ლიტრს მიაღწევს.

წარმოების ღირებულება ძირითადად გაზრდილია ნედლეულის ფასის ზრდის, ლუდის მცირე ზომის შეფუთვებით მოხმარებაზე გადასვლითა და პრემიუმ-ბრენდების წარმოების ზრდის ხარჯზე.

Galt & Taggart-ის ვარაუდით, 2023 წელს ლუდის მწარმოებელი კომპანიების ჯამური შემოსავლის დაახლოებით 60% მოდის ლუდის გაყიდვაზე, ხოლო 40% არა-ალკოჰოლურ სასმელებზე.

  • ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ასევე აწარმოებენ არა-ალკოჰოლურ სასმელებსაც. 2022 წელს, ლუდის წარმოების ღირებულებამ ₾294.7 მლნ შეადგინა, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებულმა შემოსავალმა ₾213.0 მლნ.

  • 2016-23 წლებში ლუდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები წლიურად საშუალოდ 15.1%-ით, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 19.7%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯამურ შემოსავალში ლუდის წილი შემცირებულია 62.9%-დან 56.3%-მდე.

  • 2023 წლის სამ კვარტალში კომპანიების ჯამური ბრუნვა ₾446 მლნ-მდეა გაზრდილი (წლიურად 15.2%) და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ₾585 მლნ-ს მიაღწევს

ლუდის წარმოება - ტოპ კომპანიები

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში ცვალებადია და 2022 წელს მათი ბაზრის წილი შემცირდა მცირე ლუდსახარშების ხარჯზე.

• •

საქართველოში ლუდს 4 მსხვილი და 42 მცირე კომპანია აწარმოებს.

ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ადგილობრივი ბრენდების გარდა ასევე აწარმოებენ საერთაშორისო ბრენდის ლუდსაც ლიცენზიის საფუძველზე. მაგალითად, ლომისს აქვს AB InBev-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია (Corona, Staropramen, Lowenbrau), გლობალ ბიერ ჯორჯიას - Heineken-ის, ქართული ლუდის კომპანიას - Carlsberg-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია.

ლუდის წარმოება - ბრენდები

ქართულ ბაზარზე ლუდის ასორტიმენტი მრავალფეროვანია

უმსხვილესი კომპანიების ცნობილი ბრენდები პროდუქტების მიხედვით

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები