Galt & Taggart ლუდის სექტორის კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა და მათი შეფასებით 2023 წელს 133 მლნ ლიტრს (+1.2% წლიურად) მიაღწევს.
ამასთან, ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება საქართველოში მზარდია და 45 ლიტრს შეადგენს 2023 წელს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს - 79 ლიტრს.
ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, რუსეთიდან და ბელგიიდან.
ლუდის წარმოება 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა და Galt & Taggart-ის შეფასებით 126 მლნ ლიტრს მიაღწევს 2023 წელს.
ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში წლიურად 98.7%-ით გაიზარდა $7.9 მლნ-მდე და Galt & Taggart-ის შეფასებით 2023 წელს $8.5 მლნ-ს მიაღწევს, ძირითადად ყაზახეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში გაზრდილი გაყიდვების შედეგად.
სექტორში 4 ძირითადი მწარმოებელია - ლომისი, ქართული ლუდის კომპანია, გლობალ ბიერ ჯორჯია და არგო, რომლებიც ლუდის გარდა არაალკოჰოლურ სასმელებსაც აწარმოებენ.
სექტორის შემოსავალი 2023 წლის სამ კვარტალში 15.2%- ით გაიზარდა 446.1 მლნ ლარამდე და წლიურ ჭრილში Galt & Taggart-ის შეფასებით 584.7 მლნ ლარს მიაღწევს. ამასთან, ჯამური შემოსავლების დაახლოებით 60% ლუდის გაყიდვებიდან და დანარჩენი არაალკოჰოლური სასმელების გაყიდვებიდან გენერირდება.
ფასზე მოქმედი ფაქტორები - საქართველოში ლუდის ფასზე მოქმედებს ნედლეულის ღირებულება და ლარის კურსის მერყეობა, რადგან წარმოებისთვის ძირითადად იმპორტირებული ნედლეული გამოიყენება.
შესაძლებლობები - ლუდის სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბრენდების ახალი ლიცენზიების მიღება და კრაფტ ლუდის გაყიდვების ზრდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში