USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ბიზნესს ორჯერ მეტი კაცი აფუძნებს ვიდრე ქალი - საქსტატი

საქართველოში ბიზნესს ორჯერ მეტი კაცი აფუძნებს ვიდრე ქალი - საქსტატი

2023-11-15 09:00:30

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.

პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.

პუბლიკაციის მიხედვით, ხელფასებში განსხვავება გენდერული მიმართულებით კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, რადგან ქალები იღებენ მამაკაცთა საშუალო თვიური ხელფასის ორ მესამედზე ნაკლებს.

2022 წელს ქალების ხელფასის თანაფარდობა მამაკაცების ხელფასთან 68.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით დაბალია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, უახლესი მონაცემებით, ბიზნესის დამფუძნებელი კაცები თითქმის ორჯერ აღემატება ამავე კატეგორიის ქალების რიცხოვნობას.

თუ განვიხილავთ ეკონომიკური სექტორების მიხედვით, ბიზნესის მფლობელი ქალების შედარებით მცირე რაოდენობა გვხვდება სამთომოპოვებით მრეწველობაში, მშენებლობაში, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროში და სოფლის მეურნეობაში.

მეორეს მხრივ, ბიზნესის მფლობელი ქალების რიცხოვნობა გაცილებით მეტია, კაცი მფლობელების რიცხოვნობაზე საქმიანობის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და სოციალური მომსახურება და სხვა სახის მომსახურებები.

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობა საკუთრების ფორმის და საწარმოს ზომის მიხედვით, 2022 წელი: 

საკუთრების ფორმები:

კერძო (ადგილობრივი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი) - 78% ქალი, 72% კაცი;

კერძო (უცხოელი ფიზიკური და/ ან იურიდიული პირი) - 17% ქალი, 19% კაცი;

სახელმწიფო - 5% ქალი, 9% კაცი;

საწარმოს ზომა:

მსხვილი საწარმო - 42% ქალი, 38% კაცი;

საშუალო საწარმო - 21% ქალი, 20% კაცი;

მცირე საწარმო - 37% ქალი, 42% კაცი;

სულ დასაქმებული : 336 000 ქალი, 444 000 კაცი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები