USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ხელფასი

საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ხელფასი

2023-06-14 19:00:44

საქსტატის მონაცემებით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში 2022 წლის მეოთხე კვარტალში . თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს, სადაც საშუალო ხელფასმა - 1560.6  ლარი შეადგინა. მეორეა -  შიდა ქართლი  1 150.6 ლარი, ხოლო მესამე აჭარის ა.რ. - 1 492.5 ლარი;

საშუალო თვიური ხელფასი რეგიონების მიხედვით - 2022 წლის მეოთხე კვარტალი:

  • თბილისი - 2066.3 ლარი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1 560.6 ლარი;
  • აჭარის ა.რ. - 1 492.5 ლარი;
  • ქვემო ქართლი - 1 376.8 ლარი;
  • იმერეთი - 1 235.7 ლარი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 212.1 ლარი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1 201.9 ლარი; 
  • შიდა ქართლი - 1 150.6 ლარი; 
  • კახეთი - 1 095.3 ლარი; 
  • გურია - 1023.0 ლარი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 910. 05 ლარი; 

(მონაცემები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით) 

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი
საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები