USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე ძვირი სასტუმროებში განთავსება

საქართველოს რომელ რეგიონშია ყველაზე ძვირი სასტუმროებში განთავსება

2023-07-24 14:00:42

საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის ივნისში, 2023 წლის მაისთან შედარებით, 6.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.9%-ით შემცირდა.

როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი აჭარასა (28.2%) და გურიაში (14.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-1.6%).

2023 წლის ივნისში, 2022 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 4.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 0.8%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (33.0%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-5.2%).

2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა5 186 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 262 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების6 საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა.

 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 485 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 646 ლარი შეადგინა, კახეთში - 556 ლარი, აჭარაში - 516 ლარი, ხოლო თბილისში - 512 ლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები