USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რომელ ქალაქში ფლობენ ყველაზე მეტ Mercedes-ის მარკის ავტომობილს

საქართველოს რომელ ქალაქში ფლობენ ყველაზე მეტ Mercedes-ის მარკის ავტომობილს

2024-01-16 17:00:00

2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში 207 536 ერთეული Mercedes-ის მარკის ავტომობილის რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 5%-იან ზრდას აჩვენებს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა 2023 წლის Mercedes-ის მარკის ავტომობილების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება თბილისში. 

  • ქ. თბილისი: 70 163
  • იმერეთი: 32 145
  • ქვემო ქართლი: 22 107
  • აჭარის არ: 20 010
  • კახეთი: 16 929
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი: 14 793
  • შიდა ქართლი: 12 741
  • მცხეთა-მთიანეთი: 5 279
  • სამცხე-ჯავახეთი: 7 458
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 115
  • გურია: 4 796

რაც შეეხება Mercedes-ის ავტომობილების ტიპებს, როგორც ჩანს საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია: C 180, SPRINTER და E 320.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები