USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს რკინიგზა  5 800 კგ ტექნიკურ ჟანგბადს  ყიდულობს

საქართველოს რკინიგზა  5 800 კგ ტექნიკურ ჟანგბადს ყიდულობს

2023-09-26 09:00:42

 სს ,,საქართველოს რკინიგზა"  5 800 კგ ტექნიკურ ჟანგბადს (გაზისებრი) ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო კომპანიამ უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლენბშიც განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 17 400 ლარია. 

სატენდერო პირობების მიხედვით, საქართველოს რკინიგზისთვის საქონლის მიწოდება მიმწოდებელმა საკუთარი ბალონებით უნდა განახორციელოს, რომლებიც დაკალიბრებული და დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგან(ებ)ოს მიერ.
ასევე, დასამუხტი ბალონების მიმწოდებლისთვის მიწოდებას (არაუმეტეს 30 ცალი ბალონი ერთჯერადად), არაუგვიანეს წინა დღით წერილობითი შეტყობინების შემდეგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში უზრუნველყოფს შემსყიდველი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
თუ მიმწოდებელს გააჩნია შემსყიდველის მიერ მისთვის მიტანილი დასამუხტი ბალონების რაოდენობის შესაბამისი დამუხტული ბალონები, იგი გადასცემს მათ შემსყიდველს მყისიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბალონების დამუხტვა და შემსყიდველისთვის გადაცემა საკუთარი სახსრებით, მიწოდებიდან 24 საათის განმავლობაში ქვემოთ 1.5 პუნქტში მითითებულ მისამართებზე (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები