USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ელჩი იაპონიის ბაზარზე წარსადგენად ქართულ ბრენდებს ეძებს

საქართველოს ელჩი იაპონიის ბაზარზე წარსადგენად ქართულ ბრენდებს ეძებს

2023-09-19 10:39:23

მეეგობრებო, ვეძებ ქართული პროდუქტის/ბრენდის მწარმოებლებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იაპონიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ლეჟავა წერს. 

„რომელ კომპანიასთანაც შედგება კომუნიკაცია, შემიძლია შემდეგ ვეწვიო წარმოების ადგილს ან მაღაზიას, რა დროსაც გავეცნობი პროდუქტს და გავაშუქებ იაპონურ აუდიტორიასთან, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე.

გთხოვთ, გაუზიაროთ მეგობრებს. მზად ვარ პირადში გავაგრძელო კომუნიკაცია კომპანიებთან და მეწარმეებთან, რათა ერთად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. ინფორმაციისთვის, ეს არის ჩემი X-ის ანგარში, სადაც განვათავსებ ქართული პროდუქტების შესახებ ინფორმაციას. https://x.com/TeimurazLezhava“, -წერს ლეჟავა Facebook-ზე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები