USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის საერთაშორისო კომპანიები სტუმრობენ

საქართველოს ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის საერთაშორისო კომპანიები სტუმრობენ

2023-10-25 12:20:14

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით თბილისი ბიზნეს სერვისების დისტანციურად მიწოდების (BPO) ინდუსტრიის სამიტს მასპინძლობს.

სამიტში აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან BPO ინდუსტრიის წარმომადგენელი 15-მდე კომპანია მონაწილეობს.

სამიტის ფარგლებში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები გააცნო.

მიხეილ ხიდურელის თქმით, დღეს BPO სექტორი არის ინდუსტრია, სადაც მაღალი ხელფასები და ზრდის დიდი პოტენციალია. მისივე განმარტებით, ამის საუკეთესო მაგალითია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „მეიჯორელი“ და „კონსენტრიქსი“.

„პოტენციურ ინვესტორებს ვთავაზობთ ფართო შესაძლებლობებს და ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა შეღავათიანი საგადასახადო სისტემა, ბიზნესის სიმარტივე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მთავარია სტაბილურ გარემოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა.

გარდა ამისა, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც კერძო სექტორის, ასევე საჯაროს სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.

ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება და ემსახურება საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაციას. სამიტში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა PodcastAI-ი, GGA Solutions-ი, Nearshore America, Ventures Consulting და სხვა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები