USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოსთან და შემოსავლების სამსახურთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

2023-07-06 12:43:45

დამსაქმებლების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში არსებული მონაცემებსა და განხორციელებული საპენსიო შენატანებს შორის გარკვეულ შეუსაბამობები, ასევე, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით უახლოეს მომავალში დაგეგმილი ცვლილებებისა და სიახლეების გაცნობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ასოციაციის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ ამჟამად არსებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც ბიზნეს ოპერატორებმა საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს მოწვეულ სტუმრებს დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებითაც. როგორც ასოციაციაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, საპენსიო ფონდისთვის უაღრესად საინტერესოა ბიზნესთან პირდაპირი კომუნიკაცია, რომელიც ამცირებს მოსალოდნელ გართულებებს და ქმნის რეფორმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან წინაპირობას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილმა განმარტა, ამასთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა განმარტა, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ, საბოლოოდ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე,  შემოსავლების სამსახური განახორციელებს, შესაბამის საგადასახადო ადმინისტრირების პროცესს და  სათანადო  რეაგირებას მოახდენს.

„გაიმართა საინტერესო სამმხრივი შეხვედრა საპენსიო სააგენტოს, შემოსავლების სამსახურსა და ბიზნესს შორის, სადაც ვისაუბრეთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით დღეს არსებულ გარკვეულ პრობლემურ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე მივიღეთ ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან დაგეგმილ იმ სიახლეებზე, რომელიც, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს მარტივად მოახდინონ წარდგენილი დეკლარაციების და საპენსიო შენატანების კორექტირება, აღნიშნული სერვისმა კი უნდა მისცეს კომპანიებს შესაძლებლობა თავი აარიდონ ხარვეზებსა და აქედან გამომდინარე მოსალოდნელ სანქციებს" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები