USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2023-08-05 16:36:15

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო და განცხადებას ავრცელებს:

 

„გვინდა, კიდევ ერთხელ, გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა რაჭაში სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიმართ. დარწმუნებული ვართ, ყველანი ერთად შევძლებთ ამ უდიდეს გამოწვევასთან გამკლავებას.

 

აქვე მადლიერების გრძნობით აღვნიშნავთ იმ მძიმე შრომას, რასაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გადიან, შეიარაღებული ძალების შესაბამისი  ქვედანაყოფებთან ერთად. იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესებში, შეუფასებელი და უზომოდ დიდია, რადგან ამ უმძიმეს პირობებში, სწორედ მათ დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული დაკარგული ადამიანების სიცოცხლე.

 

საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესში, რადგან ამ კრიტიკულ სიტუაციაში, ტრაგედიის მასშტაბებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდში დგომა და მხარდაჭერაა.

 

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, მათი უმძიმესი მდგომარეობის გამო.

 

ვიმედოვნებთ, რომ სამაშველო-სამძებრო ქმედებებში ჩართული ადამიანების ძალისხმევით დროულად მოხერხდება დაკარგული ადამიანების პოვნა და მათი გადარჩენა" ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები