USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროკომისიის რეკომენდაციას ეხმიანება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროკომისიის რეკომენდაციას ეხმიანება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

2023-11-08 16:14:37

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ევროკომისიის რეკომენდაციას ეხმიანება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს სექტორი, რომელიც ეკონომიკის ღერძს წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მდგრადობა.

„დღეს არის უდავოდ ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.  ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო ადგას განვითარების სწორ გზას და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო შედეგი, რომელსაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია, გონივრულ პერიოდში დადგება. საქართველომ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და ეს შედეგიც გარდაუვალი იყო, რადგან ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას, ჩვენი ღირებულებებიდან, იდენტობისა და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.
ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული ბიზნეს სექტორი, რომელიც ეკონომიკის ღერძს წარმოადგენს და სწორედ მასზეა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და მდგრადობა. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მუდმივად მონაწილეობდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში ბიზნეს სექტორთან დაკავშირებული, თითოეული რეგულაციის განხილვაში. მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეული რეგულაციები ცალკეული სექტორების მთლიან გადაწყობასა და რეფორმირებას მოითხოვდა, რაც პირდაპირ კავშირშია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზებასთან, ბიზნესი ამ პროცესს ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა, რადგან წინ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა იდგა.
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ის ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ზემოხსენებული შესაძლებლობების თვისებრივად ახალ, განსხვავებულ ფანჯარას უხსნის ბიზნესს.  ევროკავშირის ერთიან ბაზართან შემდგომი დაახლოება, კაპიტალის ბაზრებთან უკეთესი წვდომა, ქვეყნის საიმიჯო პარამეტრის გაუმჯობესება და შესაბამისად საქართველოსადმი ნდობის ზრდა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეუფასებელია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქვეყნის კაპიტალიზაციის ზრდის თვალსაზრისით.
 

ვულოცავთ საქართველოს ამ დიდ წარმატებას, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენს ქვეყანას მოუტანს მეტ კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებას", აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები