USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის  მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება

2023-08-21 16:24:02

საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება 23 აგვისტოს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება, სადაც  Data mind -ის თანადამფუძნებელი რატი კუნჭულია საკუთარი სტარტაპის განვითარების გზაზე ისაუბრებ.

ის ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას Data mind -ის  დაფუძნების ისტორიას მოუყვება, გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ მოიზიდეს $1 მლნ-ზე მეტი ARR და ასევე, ისაუბრებს კომპანიის სამომავლო გეგმებზე. 

Datamind ქართული სტარტაპია, რომელიც რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ 2021 წელსდააფუძნეს. სტარტაპის მიზანია, ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რომელიც მათკომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას მისცემს. ამის გარდა, Datamind მომხმარებლებს ისეთ ინსტრუმენტებს სთავაზობს როგორიცაა: რისკების მენეჯმენტი, მომგებიანობის ანალიზი, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგი და საბონუსე სისტემის ავტომატიზაცია.

აღსანიშნავია, რომ Datamind 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილეა.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. დასასწრებად კი ეწვიეთ ბმულს. 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები