USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ავიატრანსპორტით გადატანილი ტვირთების რაოდენობა 93%-ით შემცირდა

საქართველოს ავიატრანსპორტით გადატანილი ტვირთების რაოდენობა 93%-ით შემცირდა

2023-08-19 14:00:19

2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. წლიურ ჭრილში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (92.9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (93.9%-ით) მოცულობა. 

ინფორმაციას საქსსტატი ავრცელებს. 

2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87% მიღებული ტვირთია, ხოლო 13% – გაგზავნილი.

2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 54.5%-ით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები