„საქართველოს ავიახაზებმა“ დღეს დილით შეასრულა თელ-ავივის მიმართულებით ფრენა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის აეროპორტში განუცხადეს.
ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის ტერორისტების მიერ განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმის გამო, რიგმა ავიაკომპანიებმა შაბათს თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.
მათ შორის „საქართველოს ავიახაზებმა“ 7 ოქრომბერს გადადო ისრაელოს მიმართულებით ფრენა, რომელიც დღეს შესრულდა.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".
იგივე თემაზე:
„საქართველოს ავიახაზებმა“ და ევროპულმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს
უახლესი
6 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება6 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში